კალათბურთი

12:45 | 19.05.2026 | ნანახია [] - ჯერ

ვემბანიამას 41 ქულა და "სან ანტონიოს" გამარჯვება "ოკლაჰომასთან"

NBA-ს დასავლეთ კონფერენციის ფინალური ეტაპის პირველ მატჩში "სან ანტონიო სპურსმა" სტუმრად "ოკლაჰომა სითი თანდერი" დაძაბულ ბრძოლაში 122:115 დაამარცხა და სერიაში დაწინაურდა.

შეხვედრა როგორც მოსალოდნელი იყო საკმაოდ დაძაბული გამოდგა და გამარჯვებულის გამოსავლენად ორი ოვერტაიმის დანიშვნა გახდა საჭირო. მატჩის ძირითადი დრო ფრედ 101:101 დასრულდა.

სტუმართა გუნდის გამარჯვებაში დიდი წვლილი ფრანგმა ვიქტორ ვემბანიამას მიუძღვის, რომელმაც ჩინებული მატჩი ჩაატარა. ფრანგმა კალათბურთელმა შეხვედრა 41 ქულით, 24 მოხსნითა და 3 შედეგიანი გადაცემით დაასრულა.

აღსანიშნავია, რომ ვებმანიამა გახდა ყველაზე ახალგაზრდა კალათბურთელი NBA-ს ისტორიაში, ვინც პლეი-ოფის სტადიაზე 40+ ქულა და 20+მოხსნა დააგროვა.

შეგახსენებთ, რომ გუნდებს შორის მომდევნო შეხვედრა 21 მაისს, კვლავ "ოკლაჰომას" საშინაო არენაზე გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.092568