ფეხბურთი

13:47 | 19.05.2026 | ნანახია [] - ჯერ

ჟოაო პედრო განაცხადს მიღმა დარჩენას ემოციური პოსტით გამოეხმაურა

ლონდონის "ჩელსის" ბრაზილიელი თავდამსხმელი ჟოაო პედრო მსოფლიო ჩემპიონატის განაცხადს მიღმა დარჩა, რაც ბევრისთვის გასაკვირი ამბავი გახლდათ. აღნიშნულთან დაკავშირებით პედრომ სოციალურ ქსელში ემოციური მიმართვა გამოაქვეყნა.

"ყოველთვის ვცდილობდი ჩემი მაქსიმუმი გამეღო. სამწუხაროდ, ამჯერად ვერ შევძელი ამ ოცნების ასრულება, რომ წარმომედგინა ჩემი ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე.

“მშვიდად და კონცენტრირებულად ვრჩები, როგორც ყოველთვის, რადგან სიხარულიც და იმედგაცრუებაც ფეხბურთის ნაწილია. ამიერიდან ყველას წარმატებას ვუსურვებ, ვინც იქ არის. მეც უბრალოდ კიდევ ერთი ფანი ვიქნები, რომელიც გულით გულშემატკივრობს, რომ ბრაზილიამ მეექვსე მსოფლიო თასი მოიგოს", - დაწერა პედრომ.

ბრაზილიის ნაკრების სრული შემადგენლობის სანახავად შეგიძლიათ ეწვიოთ ლინკს.

შეგახსენებთ, რომ ბრაზილიის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე მაროკოს, ჰაიტისა და შოტლანდიის ნაკრებებს დაუპირისპირდება, ხოლო იქამდე, ორ სპარინგს ჩაატარებს პანამისა და ეგვიპტის წინააღმდეგ.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.081045