საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და "სენტ ეტიენის" შემტევის ზურიკო დავითაშვილის დამატებით ერთბაშად ექვსი ევროპული კლუბია დაინტერესებული. ინფორმაციას ფრანგული გამოცემა Foot Sur 7-ი ავრცელებს.
წყაროს ცნობით, ქართველის მიმართ დიდ ინტერესს: "ევერტონი", "ოლიმპიაკოსი", "ბენფიკა" და "ბეშიქთაში" იჩნენ და მის სიტუაციას აქტიურად აკვირდებიან. რაც შეეხება დარჩენილ ორ გუნდს, ესენი ლიგა1-ის ბინადარნი, "მონაკო" და "ლილი" არიან.
გამოცემის ინფორმაციით, კლუბები ახლა ელოდებიან, მოახერხებს თუ არა "სენტ ეტიენი" ლიგა1-ში დაბრუნებას. თუ გუნდი პლეი-ოფის შემდეგ კვლავ ლუგა 2-ში დარჩება, დავითაშვილის შენარჩუნება კლუბისთვის ძალიან რთული იქნება. აქედან გამომდინარე ყველაფერი სეზონის დასრულების შემდეგ გაირკვევა და დიდია შანსი მომდევნო სეზონი დავითაშვილმა ახალ კლუბში დაიწყოს.
"სენტ ეტიენის" მეტოქე პლეი-ოფის ფინალში ლიგა1-ის წარმომადგენელი "ნიცა" იქნება, რომელსაც ჯერ 26 მაისს საკუთარ მოედანზე უმასპინძლებს, ხოლო 29-ში სტუმრად დაუპირისპირდება.
ცნობისთვის, ზურიკო დავითაშვილს ლიგა 2-ის სეზონში 30 მატჩში 14 გოლი გაიტანა და 5-ჯერ საგოლე პასი გააკეთა. ქართველმა 14 გოლით ბომბარდირთა დავაში მეოთხე ადგილი დაიკავა. ზურიკომ ერთი გოლი საფრანგეთის თასზეც გაიტანა.





