გრაცის "შტურმში" მომდევნო სეზონიდან შესაძლოა მესამე ქართველი ფეხბურთელი ვიხილოთ. როგორც ავსტრიული გამოცემა Kleine Zeitung-ი იტყობინება "შტურმი" "დინამო თბილისისა" და საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების მარჯვენა მცველით გიორგი გვასალიას დამატებითაა დაინტერესებული.
გამოცემის ინფორმაციით, ავსტრიული კლუბი 18 წლის ფეხბურთელის ტრანსფერზე მუშაობს და მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს. ჯერჯერობით სხვა დეტალები ამ მომენტისთვის უცნობია.
იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული გარიგება შედგება, შესაძლოა მომდევნო სეზონში "შტურმში" ერთბაშად სამმა ქართველმა, ოთარ კიტეიშვილმა, გიზი მამაგეიშვილმა და გიორგი გვასალიამ ითამაშონ.
შეგახსენებთ, რომ გვასალია "დინამოს" აკადემიის აღზრდილია და ასევე არის 21-წლამდე ნაკრების წევრიც.





