ალბანეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი სილვინიომ დატოვა, რომელიც იტალიელმა როლანდო მარანმა შეცვალა. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.
62 წლის სპეციალისტს ორწლიანი კონტრაქტი გაუფორმეს. მარანი ბოლოს „ბრეშაში“ მუშაობდა, ხოლო მანამდე სახელი „კატანიაში“, „კიევოში“ და „კალიარიში“ მუშაობით გაითქვა.
სილვინიო ალბანეთის ნაკრებს სამი წლის განმავლობაში წვრთნიდა და გუნდი ევრო 2024-ზე გაიყვანა, ხოლო მსოფლიოს ჩემპიონატისთვის შესარჩევიც პლეი-ოფიც ათამაშა. ჯერჯერობით, უცნობია, სად გაგრძელდება ბრაზილიელი სპეციალისტის კარიერა.







