ფეხბურთი

18:05 | 19.05.2026 | ნანახია [] - ჯერ

ლაუტარო მარტინესი: "როდესაც კარიერას დავასრულებ, გავქრები და ჩემზე ვეღარაფერს გაიგებთ"

მილანის "ინტერისა" და არგენტინის ნაკრების თავდამსხმელმა ლაუტარო მარტინესმა მის მომავალთან დაკავშირებით საინტერესო კომენტარი გააკეტა. მისი თქმით, როდესაც კარიერას დაასრულებს ფეხბურთში დარჩენას არ აპირებს და უბრალოდ გაქრება.

"როცა კარიერას დავასრულებ, ფეხბურთში აღარ დავრჩები. ეს ისეთი გარემოა, რომელიც არ მომწონს. ჩემზე ვეღარაფერს გაიგებთ — უბრალოდ გავქრები.

მსურს კარიერა "ინტერში" დავასრულო. ამ ეტაპზე ძალიან მიჭირს საკუთარი თავის სხვა კლუბში წარმოდგენა, თუმცა ფეხბურთში არასდროს იცი რა მოხდება. თუ "ინტერიდან" არ გამაგდებენ, აქ დავრჩები,“ — განაცხადა ლაუტარომ.

შეგახსენებთ, რომ ლაუტარო მარტინესი "ინტერის" ღირსებას 2018 წლიდან იცავს. არგენტინელმა ამ დროის განმავლობაში 375 შეხვედრა ჩაატარა და თავი 175 გოლთან ერთად 56 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.088805