„ნაპოლის“ მთავარ მწვრთნელად დიდი შანსია მაურიციო სარი დაინიშნოს. ამის შესახებ ნიკოლო სკირა იტყობინება.
იტალიელი ჟურნალისტის ცნობით, სარიმ კლუბთან მიაღწია შეთანხმებას, რომლის თანახმად კონტრაქტს 2028 წლამდე გააფორმებს და სეზონში 2.8 მილიონ ევროს მიიღებს. თუმცა, ახლა აურელიო დე ლაურენტისის გადასაწყვეტია, დააბრუნებს თუ არა სარის.
აღსანიშნავია, რომ სარის „ლაციოსთან“ ორწლიანი კონტრაქტი აკავშირებს, მაგრამ ის კლუბის დატოვებას აპირებს. მაურიციოს მიმართ ინტერესს „ნაპოლის“ გარდა, ბერგამოს „ატალანტაც“ იჩენს, თუმცა, ნეაპოლში მისი დაბრუნება უფრო რეალურია. მაურიციო სარი „ნაპოლის“ 2015-2018 წლებში წვრთნიდა და ქომაგებს ის ძალიან უყვართ.
რაც შეეხება ანტონიო კონტეს, „ნაპოლის“ მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ დატოვებს, ეს პრაქტიკულად გადაწყვეტილია და მხოლოდ ოფიციალური განცხადების გაკეთება რჩება. კონტემ „ნაპოლის“ 2024 წლიდან დღემდე ორი ტიტული მოაგებინა - იტალიის ჩემპიონატი და იტალიის სუპერთასი.





