სანტდანდერის „რასინგის“ ფეხბურთელის, გიორგი გულიაშვილისთვის სეზონი დასრულდა.
„ვალიადოლიდთან“ მატჩში მიღებული ტრავმა სერიოზული გამოდგა, რის გამოც ის მოედანზე თვენახევრის განმავლობაში ვერ გავა. ეს ნიშნავს, რომ ვარჯიშს მხოლოდ მომდევნო სეზონისთვის მზადების პროცესში დაუბრუნდება, შესაბამისად, ივნისის ამხანაგურ მატჩებში საქართველოს ნაკრებსაც ვერ დაეხმარება.
„გიორგი გულიაშვილმა „ვალიადოლიდთან“ მატჩში მარჯვენა კოჭის ტრავმა მიიღო. სამედიცინო შემოწმების შემდეგ მოტეხილობა დადასტურდა, რის გამოც მას მკურნალობა თვენახევარი მოუწევს. გულიაშვილისთვის 2025-2026 წლების სეზონი დასრულდა და ვარჯიშს გუნდთან ერთად ვერც ახალი სეზონისთვის სტარტზე დაიწყებს. გამოჯანმრთელების დრო მის მდგომარეობაზე იქნება დამოკიდებული“, - წერია „რასინგის“ განცხადებაში.
გიორგი გულიაშვილი „რასინგს“ „სარაევოდან“ იანვარში შეუერთდა და 17 მატჩში თავი 6 გოლით გამოიჩინა (2 საგოლე პასი), რითაც გუნდს 14-წლიანი პაუზის შემდეგ ლა ლიგაში დაბრუნებაში დაეხმარა.
საქართველოს ნაკრებში მას რუმინეთთან და ბაჰრეინთან ამხანაგური მატჩების გამოტოვება მოუწევს.





