ფეხბურთი

19:30 | 19.05.2026 | ნანახია [] - ჯერ

ანზორ მექვაბიშვილი რუმინეთის ჩემპიონატის ტურის სიმბოლურში

„კრაიოვას“ ფეხბურთელი ანზორ მექვაბიშვილი რუმინეთის ჩემპიონატის ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.

„უნივერსიტატეა კლუჟთან“ 5:0 მოგებულ მატჩში ქართველმა ნახევარმცველმა შესანიშნავად ითამაშა, ლამაზი გოლიც გაიტანა და ჩემპიონატის ოფიციალური ვებგვერდის ვერსიით ტურის სიმბოლურშიც დასახელდა.

ანზორ მექვაბიშვილმა 33 შეხვედრაში 3 გოლი და 7 საგოლე პასით შეიტანა წვლილი ჩემპიონობაში, ხოლო ყველა ტურნირზე 50 თამაშში 4 გოლით და 9 საგოლე პასით გამოირჩა.

„კრაიოვა“ 1991 წლის შემდეგ პირველად, ისტორიაში კი მეხუთედ გახდა რუმინეთის ჩემპიონი. „კრაიოვამ“ სეზონში დუბლი შეასრულა, რადგან ოთხი დღის რუმინეთის თასიც მოიგო, როდესაც ფინალში სწორედ „უნიერსიტატეა კლუჟი“ პენალტების სერიაში დაამარცხა. მექვაბიშვილის გუნდი სეზონს 23 მაისს, სტუმრად ბუქარესტის „რაპიდთან“ მატჩით დაასრულებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.170352