ფეხბურთი

19:59 | 19.05.2026 | ნანახია [] - ჯერ

მარტინესი: "იგივე განცდა მაქვს, რაც მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალის წინ მქონდა"

ბირმინგემის „ასტონ ვილას“ მეკარემ, ემილიანო მარტინესმა ევროპა ლიგის ფინალში „ფრაიბურგთან“ მატჩამდე კომენტარი გააკეთა.

„ემოციები მატჩის წინა დღეს? ეს ისეთივე გრძნობაა, როგორიც არგენტინის ნაკრებში ფინალის დროს განვიცადე. მთელი გუნდი დიდი ხანია ელოდა ამ ფინალს და ძალიან ბევრი ვიშრომეთ, რომ ამ მატჩისთვის მზად ვყოფილიყავით და ჩვენი მაქსიმუმი გაგვეკეთებინა.

„ფრაიბურგი“ კარგი გუნდია. ვიცით, რომ მათ შესანიშნავი თავდამსხმელები ჰყავთ და მნიშვნელოვანი იქნება, რომ გოლი არ გავუშვათ. ვეცდები, რომ ეს არ გააკეთონ ჩემს თანაგუნდელებთან ერთად, რომელთა უდიდესი რწმენა მაქვს“, - თქვა მარტინესმა.

შეგახსენებთ, რომ „ასტონ ვილასა“ და „ფრაიბურგის“ მატჩი 20 მაისს, თბილისისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.087167