ფეხბურთი

20:35 | 19.05.2026 | ნანახია [] - ჯერ

ვაისი: "კაშია ჩემი კარიერის საუკეთესო მცველია, გურამის და კანკავას გარეშე "სლოვანი" ასეთი არ იქნებოდა"

ბრატისლავის „სლოვანის“ აწ უკვე ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა გურამ კაშიაზე ისაუბრა და ასევე, ჯაბა კანკავაზე.

სლოვაკი სპეციალისტი არ იშურებს კომპლიმენტებს ქართველ მცველზე, რომელიც „სლოვანს“ დაემშვიდობა და სულ მალე, საქართველოს ნაკრებშიც ბოლოჯერ ითამაშებს:

„გურამის მწვრთნელი 10 წელი ვიყავი და არცერთ ფეხბურთელთან ამდენი ხანი არ მიმუშავია. 5 წელი საქართველოს ნაკრებში, 5 წელი - „სლოვანში“. კაშიას გარეშე, „სლოვანს“ ასეთი წარმატებები არ ექნებოდა, ასევე, ჯაბა კანკავას გარეშე. „სლოვანი“ არ იქნებოდა გურამის და ჯაბას გარეშე ასეთი გუნდი, რომლებმაც გუნდში საოცარი პროფესიონალიზმი და ხარისხი მოიტანეს. მათი ნდობა ყოველთვის შემეძლო, დღე და ღამე, ვიცნობდი მათ, ვიცოდი მათი მენტალიტეტი, კლასი. საოცარი ფეხბურთელები და ადამიანები. გურამი 38 წლისაა, მაგრამ ისევ საუკეთესოა და მაღალ დონეზე თამაში შეუძლია, მაგრამ მან და კლუბმა თავად მიიღეს ეს გადაწყვეტილება. ყველაფერს აქვს დასასრული. კაშიას ბევრ კლუბში არ უთამაშია, „ვიტესში“ იყო, ამერიკაში, „სლოვანში“, კარიერა საქართველოში დაიწყო. სტაბილურობა არის სიტყვა, რომელიც მას ზუსტად შეეფერება. ბევრჯერ დაგვეხმარა, ყოველთვის მემახსოვრება და ვუთხარი, რომ ჩემს კარიერაში საუკეთესო მცველია“, - თქვა ვაისმა.

შეგახსენებთ, რომ გურამ კაშიამ „სლოვანში“ 2021-2026 წლებში 192 მატჩი ჩაატარა, 15 გოლი გაიტანა და ხუთჯერ გახდა სლოვაკეთის ჩემპიონი. ის მანამდე „ლოკომოტივში“, „სან ხოსეში“, „ვიტესსა“ და „დინამო თბილისში“ თამაშობდა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.092704