ფეხბურთი

22:32 | 19.05.2026 | ნანახია [] - ჯერ

"საუთჰემპტონი" ჩემპიონშიფის პლეი-ოფის ფინალიდან გარიცხეს

ინგლისის საფეხბურთო ლიგამ „საუთჰემპტონი“ ჯაშუშობის გამო დასაჯა და პრემიერლიგაში გადასასვლელი პლეი-ოფის ფინალიდან გარიცხა.

„საუთჰემპტონს“ ბრალად ედებოდა სხვა გუნდების, მათ შორის, პლეი-ოფის ნახევარფინალის მეტოქის, „მიდლსბროს“ ვარჯიშის ფარულად გადაღება, რაც აკრძალულია. კლუბმა აღიარა ეს ყოველივე, რის გამოც პლეი-ოფიდან მოხსნეს.

„დამოუკიდებელმა სადისციპლინო კომისიამ „საუთჰემპტონი“ ჩემპიონშიფის პლეი-ოფიდან გარიცხა მას შემდეგ, რაც კლუბმა აღიარა EFL-ის რეგულაციების არაერთხელ დარღვევა, რაც სხვა კლუბების ვარჯიშის არაავტორიზებული გადაღებას უკავშირდებოდა. გარდა ამისა, კლუბს ოთხი ქულა დააკლდა, რაც 2026-2027 წლების ჩემპიონატის ცხრილში აისახება. დღევანდელი ბრძანების შედეგად, „მიდლსბრო“ პლეი-ოფში დაბრუნდა და „ჰალ სიტის“ წინააღმდეგ ითამაშებს. ფინალი შაბათს, 23 მაისს გაიმართება“, - ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ პლეი-ოფის ნახევარფინალში „საუთჰემპტონმა“ „მიდლსბრო“ 2:1 დაამარცხა, მაგრამ მისი ვარჯიშის უკანანო გადაღების გამო კლუბი დაისაჯა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.094551