ფეხბურთი

23:14 | 19.05.2026 | ნანახია [] - ჯერ

ცნობილი კონგოელი გულშემატკივარი მუნდიალისთვის ნაკრების დელეგაციაში შეიყვანეს

კონგოელი გულშემატკივარი მიშელ კუკა მბოლადინგა მსოფლიოს ჩემპიონტსაც დაესწრება, თანაც, ყველანაირ ხარჯებს კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ნაკრები დაუფარავს.

ის ფეხბურთელების მოთხოვნით, ნაკრების დელეგაციაში შეიყვანეს, რაც იმას ნიშნავს, რომ მბოლადინგას დაუფარავენ მგზავრობის, ცხოვრების, კვების და მატჩის ბილეთების ხარჯებს.

მიშელ მბოლადინგა არის გულშემატკივარი, რომელიც პოპულარული აფრიკის თასზე გახდა, როდესაც კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის მატჩებზე 90 წუთის განმავლობაში უმოძრაოდ იყო, რითაც მან გააცოცხლა დრ კონგოს ეროვნული გმირის პატრის ლუმუმბას ქანდაკება.

ლუმუმბა დრ კონგოს ყოფილი პრემიერმინისტრია, რომელიც 1961 წელს დახვრიტეს. მბოლადინგას მეტსახელად ლუმუმბა შეარქვეს და ახლა ის ცნობილ პოლიტიკოსს მუნდიალზეც „გააცოცხლებს“.

„ჩემი საქციელით ვაძლიერებ ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს, როდესაც ისინი ტრიბუნაზე მხედავენ, მოტივირებულნი არიან, ყველაფერს აკეთებენ გამარჯვებისთვის. გაშეშებული ყოფნა ძნელია, მაგრამ ყველა თავის საქმეს აკეთებს, ფეხბურთელები თავის როლს ასრულებენ, მე - ჩემსას“, - თქვა მბოლადინგამ.

შეგახსენებთ, რომ კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე უზბეკეთის, კოლუმბიისა და პორტუგალიის ნაკრებების წინააღმდეგ ითამაშებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.091457