ფეხბურთი

1:12 | 20.05.2026 | ნანახია [] - ჯერ

"ჩელსიმ" პრემიერლიგაში დიდი ხნის შემდეგ მოიგო

ლონდონის „ჩელსიმ“ პრემიერლიგაში ორ თვეზე მეტი ხნის შემდეგ მოიგო. „არისტოკრატებმა“ 37-ე ტურში დერბიში „ტოტენჰემს“ დაძაბულ ბრძოლაში აჯობეს.

„ჩელსი“ სწრაფად დაწინაურდა ენცო ფერნანდესის გოლით, რასაც მეორე ნახევარში ანდრეი სანტოსის გოლი მოჰყვა და სხვაობა ორამდე გაიზარდა. „ტოტენჰემი“, რომელიც პრემიერლიგაში დარჩენას ცდილობს, ბოლომდე იბრძოდა, რიშარლისონმა სხვაობაც შეამცირა, მაგრამ ეს მაქსიმუმი გამოდგა და „დეზები“ ისევ დამარცხდნენ.

„ჩელსიმ“ პრემიერლიგაში შეწყვიტა მოუგებელი სერია, რომელიც სათავეს 4 მარტიდან იღებდა და 7 მატჩს მოიცავდა (1 ფრე, 6 წაგება). შედეგად, 52 ქულა დააგროვა და კონფერენს ლიგის ზონაში შევიდა, მაგრამ დიდი შანსია, ევროპა ლიგაზე გავიდეს, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ორი თვე კატასტროფულად ჩაატარა. „ჩელსის“ ბოლო მეტოქე მიმდინარე სეზონში „სანდერლენდი“ იქნება.

„ტოტენჰემი“ 38 ქულით რჩება მე-17 ადგილზე და ორი ქულით უსწრებს „ვესტ ჰემს“, მაგრამ ბოლო ტურში შინ „ევერტონთან“ თუ არ დამარცხდება, დიდი ალბათობით, რობერტო დე ძერბის გუნდი პრემიერლიგაში ადგილს შეინარჩუნებს.

„ჩელსი“ – „ტოტენჰემი“ 2:1 (1:0)

გოლები: 1:0 ენცო ფერნანდესი (18), 2:0 ანდრეი სანტოსი (67), 2:1 რიშარლისონი (74)

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.162025