„ფროზინონეს“ თავდამსხმელმა ფარეს გედიემისმა განაცხადა, რომ მოედანზე საუკეთესოდ გიორგი კვერნაძესთანაა შეთამაშებული.
ალჟირელმა შემტევმა ამის შესახებ Corriere Dello Sport-თან ინტერვიუში ისაუბრა:
„კვერნაძესთან საუკეთესოდ შეთამაშებული ვარ. 4-3-3 ჩემი და გიორგის მახასიათებლებისთვის იდეალური სქემაა. ჩვენი ფეხბურთი ყოველთვის დინამიური და აქტიური იყო. ჩვენთვის, როგორც გარემარბებისთვის, მცველებს ზურგს უკან თამაში ფუნდამენტურია“, - აღნიშნა მან.
გიორგი კვერნაძემ სერია B-ს აწ დასრულებულ სეზონში 36 მატჩში 5 გოლი გაიტანა და 5 საგოლე პასი გააკეთა, რითაც გუნდს სერია A-ში დაბრუნებაში დაეხმარა.





