„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ თავის მომავალზე კომენტარი გააკეთა.
როგორც ესპანელმა სპეციალისტმა „ბორნმუთთან“ მატჩის (1:1) შემდეგ აღნიშნა, კონტრაქტი კიდევ ერთი წელი აქვს და კლუბის პრეზიდენტთან უნდა ისაუბროს.
„შემიძლია ვთქვა, რომ კონტრაქტის ამოწურვამდე კიდევ ერთი წელი დამრჩა, თუმცა გამოცდილებიდან ვიცი, რომ სეზონის დასრულებამდე რაიმეს გამოცხადება ყოველთვის ძალიან ნეგატიურია. პირველი ადამიანი, ვისთანაც საუბარი მჭირდება, პრეზიდენტი ხალდუნ ალ მუბარაკია. ერთად გადავწყვიტეთ, რომ სეზონის ბოლოს დავსხდებით და ამაზე ვისაუბრებთ. ყველაფერი ძალიან მარტივია“, - განაცხადა გვარდიოლამ.
შეგახსენებთ, რომ გავლენიანი წყაროების ცნობით, პეპის წასვლა უკვე გადაწყვეტილია და ისიც, რომ მას „მანჩესტერ სიტიში“ ენცო მარესკა შეცვლის.
პეპ გვარდიოლა „მანჩესტერ სიტის“ 2016 წლიდან წვრთნის და გუნდს 20 ტიტული მოაგებინა, მათ შორის, 2023 წელს - ჩემპიონთა ლიგა, ხოლო პრემიერლიგა ექვსჯერ.





