ფეხბურთი

11:12 | 20.05.2026 | ნანახია [] - ჯერ

„ასტონ ვილას“ მწვრთნელმა ემერიმ ევროპა ლიგის ფინალში მეტოქის, „ფრაიბურგის“ შესახებ ისაუბრა

„ასტონ ვილას“ მთავარმა მწვრთნელმა, უნაი ემერიმ ევროპა ლიგის ფინალში მეტოქის, „ფრაიბურგის“ შესახებ ისაუბრა.

„მათ ჰყავთ მწვრთნელი, რომელიც გუნდში მაღალ ინტენსივობას ნერგავს და გამოცდილი მოთამაშეები ჰყავს. ეს ფეხბურთის სტილია, რომელიც დიდად არის დამოკიდებული ნიჭსა და ხასიათზე. გამოცდილი ფეხბურთელებისა და ახალგაზრდების ნაზავი კარგ გუნდს ქმნის.

მე 12 წლის წინათ ვითამაშე „ფრაიბურგის“ წინააღმდეგ „სევილიაში“ ყოფნისას და იმ მატჩიდან მათი ორი მოთამაშე დღემდე გუნდშია: მატიას გინტერი და კრისტიან გიუნტერი.

ისინი შესანიშნავ სეზონს ატარებენ. უპირველეს ყოვლისა, მათ აქვთ მკაფიო იდეა, სტილი, რომელიც მათ ძალიან კარგად ახასიათებს. ასე რომ, ისინი დამსახურებულად გავიდნენ ფინალში და რაც მთავარია, მათ ჰყავთ ფანტასტიკური გულშემატკივრები, რომლებიც გამარჯვებისკენ არიან მიდრეკილნი“, - ციტირებს ემერის სიტყვებს უეფას ოფიციალური ვებ-გვერდი.

2026 წლის ევროპა ლიგის ფინალი დღეს, 20 მაისს გაიმართება სტამბოლში, „ბეშიქთაშ პარკის“ სტადიონზე და თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.09715