„ინტერი“ მთავარ მწვრთნელ კრისტიან კივუს კონტრაქტს გაუხანგრძლივებს. ინსაიდერ ფაბრიციო რომანოს ცნობით, მწვრთნელი კლუბთან ახალ გრძელვადიან კონტრაქტს გააფორმებს. წყარო იუწყება, რომ გარიგების შესახებ მაისის ბოლომდე გამოცხადდება.
„ინტერსა“ და კივუს შორის ახალი კონტრაქტი, სავარაუდოდ, 2028 წლის ზაფხულამდე იქნება ძალაში. ის ასევე მოიცავს 2029 წლამდე გახანგრძლივების ოფციას. რუმინელმა მწვრთნელმა „ინტერი“ მიმდინარე სეზონის დაწყებამდე ჩაიბარა და პირველივე წელს ლიგის ტიტული და იტალიის თასი მოიგო.
კივუ „ინტერის“ ყოფილი ფეხბურთელია. მწვრთნელობისას მან კლუბის ყველა ახალგაზრდული გუნდი გაიარა, ხოლო ზრდასრულთა დონეზე მუშაობის პირველი გამოცდილება 2025 წლის თებერვლიდან ივნისამდე „პარმაში“ ჰქონდა.





