ფეხბურთი

12:26 | 20.05.2026 | ნანახია [] - ჯერ

„მანჩესტერ სიტიმ“ 2026/27 წლების საშინაო ფორმა წარადგინა

ინგლისურმა „მანჩესტერ სიტიმ“, „პუმასთან“ თანამშრომლობით, 2026/27 წლების საშინაო ფორმა წარადგინა: „ატიპიური „სიტი“.

„დიზაინი ასახავს კლუბის დაუღალავ ამბიციას, რომელმაც წლები დახარჯა არაჩვეულებრივის ჩვეულებრივად გადაქცევაზე. მაისურს აქვს ცისფერი შეფერილობა - მხრებზე უფრო მუქი და ქვემოთ უფრო ღია - ავსებს შთამბეჭდავი მეტალის მონოქრომული ლოგო და სპონსორის დეტალები.

„დიზაინი მეტყველებს პროგრესზე, კლუბზე, რომელიც ყოველთვის წინ მიიწევს და არასდროს ისვენებს მიღწევებზე“, - ნათქვამია „მანჩესტერ სიტის“ ოფიციალურ ვებ-გვერდზე.

ინგლისის პრემიერლიგაში ერთი ტურით ადრე „ქალაქელები“ ცხრილში მეორე ადგილზე არიან. მათ 37 მატჩიდან 78 ქულა აქვთ, ჩემპიონ „არსენალს“ ოთხი ქულით ჩამორჩებიან.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.163582