ფეხბურთი

13:16 | 20.05.2026 | ნანახია [] - ჯერ

ნაგელსმანი: „2026 წლის მუნდიალზე ბუნდესნაკრები უფრო პრეტენდენტად მიმაჩნია, ვიდრე ფავორიტად“

გერმანიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იულიან ნაგელსმანმა ისაუბრა მომავალ 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე.

„ზოგადად, გერმანული გუნდები ყოველთვის ცნობილები იყვნენ თავიანთი ინტენსიური, ფიზიკური თამაშის სტილით. შესაძლოა, ბოლო წლებში ეს ცოტა დავკარგეთ. ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ მკაფიო აზროვნება და მივიღოთ თანამედროვე თამაშის გავლენა.

ვხედავ, რომ ტურნირს უფრო პრეტენდენტებად დავიწყებთ, ვიდრე ფავორიტებად. და ეს შეიძლება დადებითი იყოს ჩვენთვის. როგორც ცხოვრების სხვა სფეროებში, ყველაფერი ნდობაზეა დამოკიდებული. ჩვენ უნდა გვჯეროდეს ჩვენი მოთამაშეების, რომ ისინი კარგად ითამაშებენ“, - ციტირებს ნაგელსმანის სიტყვებს ფიფას ოფიციალური ვებ-გვერდი.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.166273