ჟოზე მოურინიუ უკმაყოფილოა ამჟამინდელი შემადგენლობით და მადრიდის „რეალის“ გაძლიერება სურს,წერს Marca.
ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მადრიდული კლუბი მწვრთნელთან ორწლიან კონტრაქტზე შეთანხმდა და „ბენფიკას“ 3 მილიონი ევროს ღირებულების საკომპენსაციო თანხა გადაუხადა.
Marca-ს ცნობით, ჩემპიონთა ლიგაზე „ბენფიკასა“ და „რეალს“ შორის მატჩებმა მოურინიუს საშუალება მისცა, მადრიდული გუნდის სუსტი მხარეები გამოევლინა. კერძოდ, პორტუგალიელი მწვრთნელი შეშფოთებულია გუნდში აშკარა დისბალანსით. ის მიიჩნევს, რომ ზოგიერთ პოზიციაზე ძალიან ბევრი მოთამაშეა, ზოგზე კი საკმარისი კონკურენცია არ არის.
ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ მოურინიუს სურს, გარე ჩარევის გარეშე მიიღოს გადაწყვეტილებები, რადგან მისი აზრით, მნიშვნელოვანია გუნდში მიმდინარე ყველაფრის კონტროლი, ასევე გუნდის მფლობელების მხარდაჭერის შეგრძნება.





