ფეხბურთი

14:25 | 20.05.2026 | ნანახია [] - ჯერ

შვეიცარიის ნაკრების შემადგენლობა მსოფლიოს ჩემპიონატისთვის

შვეიცარიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მურატ იაკინმა მსოფლიოს ჩემპიონატისთვის 26-კაციანი განაცხადი დაასახელა.

გუნდი გამოცდილი ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული - 18 ისეთი მოთამაშეა, რომლებსაც წინა მსოფლიოს ჩემპიონატზეც უთამაშიათ, ხოლო 8 ფეხბურთელია გუნდში ისეთი, რომლებისთვისაც ეს პირველი მუნდიალი იქნება.

მეკარეები: მარვინ კელერი (იანგ ბოისი), გრეგორი კობელი (დორტმუნდი), ივონ მვოგო (ლორიანი)

მცველები: მანუელ აკანჯი (ინტერი), ორელ ამენდა (აინტრახტი), ერაი კომერტი (ვალენსია), ნიკო ელვედი (გლადბახი), ლუკა ჟაკეზი (შტუტგარტი), მირო მუჰეიმი (ჰამბურგი), რიკარდო როდრიგესი (ბეტისი), სილვან ვიდმერი (მაინცი)

ნახევარმცველები: მიშელ ებიშერი (პიზა), კრისტიან ფასნახტი (იანგ ბოისი), რემო ფროილერი (ბოლონია), არდონ იაშარი (მილანი), იოჰან მანზამბი (ფრაიბურგი), ფაბიან რიდერი (აუგსბურგი), ჯიბრილ სოუ (სევილია), გრანიტ ჯაკა (სანდერლენდი), დენის ზაკარია (მონაკო)

თავდამსხმელები: ზეკი ამდუნი (ბარნლი), ბრილ ემბოლო (რენი), ნოა ოკაფორი (ლიდსი), დან ნდოიე (ნოტინგემი), რუბენ ვარგასი (სევილია), სედრიკ იტენი (დიუსელდორფი)

შვეიცარიის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე კატარის, ბოსნიისა და კანადის ნაკრებებს შეხვდება, ხოლო მანამდე ამხანაგურ თამაშებს იორდანიისა და ავსტრალიის წინააღმდეგ ჩაატარებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.096393