ესპანეთის ნაკრების ნახევარმცველმა ლამინ იამალმა უპასუხა კითხვას, 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის წინ ესპანეთის ფავორიტობს თაობაზე.
„სასაცილოა, მაგრამ ევროზე პირიქით იყო. არავინ გვთვლიდა ფავორიტებად და ეს დაგვეხმარა. მოედანზე ფავორიტობა არაფერს ნიშნავს. ეს არ გაძლევს უპირატესობას და არც მეტი გოლის გატანაში გეხმარება. უბრალოდ, თითოეულ მატჩს სიფრთხილით უნდა მიუდგე. ბევრი ძლიერი გუნდია - არგენტინა, საფრანგეთი, პორტუგალია, ინგლისი - და ყველა მათგანი მსოფლიო ჩემპიონატზე საუკეთესოდ თამაშობს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ესპანეთისთვის ყველაფერი გავაკეთოთ და გვჯეროდეს ჩვენი თამაშის სტილის, რადგან, ჩემი აზრით, საუკეთესო ფეხბურთს ვთამაშობთ“, - ციტირებს იამალის სიტყვებს ფიფას ოფიციალური ვებ-გვერდი.





