ფეხბურთი

16:45 | 20.05.2026 | ნანახია [] - ჯერ

ინგლისელი ფეხბურთელი: "კვარაცხელიას ვიდეოებს ვუყურებ, რომ მისგან ვისწავლო"

„ბოლონიას“ ინგლისელმა ფეხბურთელმა ჯონათან როუმ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა.

როგორც მან თქვა, ქართველი ფეხბურთელის თამაშის ვიდეოებს უყურებს, რათა ის დეტალები დახვეწოს, რაშიც მოსამატებელი აქვს:

„ფავორიტი ფეხბურთელი არ მყავს, მაგრამ მომწონს კვარაცხელია, რომელიც მარცხენა ფლანგზე თამაშობს, ხშირად როგორც მე. გუნდის ანალიტიკოსს ყოველთვის ვთხოვ მის ვიდეოებს, რათა დავაკვირდე მოძრაობას, როცა ფლანგიდან ცენტრში შედის და შორეულ კუთხეში ურტყამს. ეს ჩემს თამაშში უნდა დავხვეწო“, - როუმ.

შეგახსენებთ, რომ ჯონათან როუ „ბოლონიას“ გასულ ზაფხულს შეუერთდა მას შემდეგ, რაც „მარსელში“ ადრიენ რაბიოსთან იჩხუბა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.093838