„ბარსელონას“ ფეხბურთელმა გავიმ განაცხადა, რომ მისი ფავორიტი ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელიაა.
ვინ არის დღეს მსოფლიოს საუკეთესო გარემარბი? გავის არჩევანი ასეთი იყო:
მან ხვიჩა მაიკლ ოლისეს, ადემოლა ლუკმენს, ალეხანდრო გარნაჩოს, ლუის დიასს, ჯამალ მუსიალას, ენტონი გორდონს, ასევე ნიკო უილიამსს ამჯობინა, რაზეც უფრო ვრცელი განმარტება გააკეთა: „ნიკო ჩემი მეგობარია, მაგრამ კვარაცხელია ჩემი ფავორიტი ფეხბურთელია“. შემდეგ კვარა ვინისიუსზე წინაც დააყენა: „კვარაცხელია, მიუხედავად იმისა, რომ ვინისიუსიც შესანიშნავია. როგორც ვთქვი, კვარა ჩემი ფავორიტია“.
გავიმ განაგრძო და კვარაცხელია ამჯობინა ბუკაიო საკასაც, დეზირე დუესა და ჟოაო პედროსაც. ესპანელმა კვარაზე წინ მხოლოდ უსმან დემბელე და ლამინ იამალი დააყენა, რომლებთანაც განსაკუთრებით ახლო მეგობრობა აკავშირებს, აი, მათ შორის კი, არჩევანი ვერ გააკეთა: „შეუძლებელია, ორივე“.





