თურქულმა „გალათასარაიმ“ შესაძლოა მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველი ედუარდო კამავინგა დაიმატოს. სოციალურ ქსელ X-ზე გამოქვეყნებულ ინსაიდერ იაგიზ საბუნქოღლუს ცნობით, სტამბოლის კლუბი ფრანგი ფეხბურთელის კონტრაქტის პირობებით დაინტერესდა.
„გალათასარაის“ „რეალისთვის“ ოფიციალური შეთავაზება ჯერ არ გაუგზავნია. თურქეთის ჩემპიონები მხოლოდ ინფორმაციას აგროვებენ. ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ კამავინგამ შესაძლოა მადრიდის კლუბი დატოვოს, მას შემდეგ, რაც 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის საფრანგეთის ნაკრებში ვერ მოხვდა.
მოთამაშეს დორტმუნდის „ბორუსიასაც“ უკავშირებენ. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, პორტუგალიელი სპეციალისტი ჟოზე მოურინიუ, რომელსაც „რეალის“ ახალ მთავარ მწვრთნელად მოიხსენიებენ, კამავინგას არ მიიჩნევს გუნდის ძირითადი შემადგენლობის კანდიდატად.







