საქართველოს ეროვნული ლიგის მე-14 ტური იმერული დერბით დაიწყო, რომელშიც „ტორპედომ“ სტუმრად „მეშახტე“ 4:1 დაამარცხა.
მთავარი მოვლენები მეორე ტაიმში განვითარდა, რადგან პირველი ნახევარი უგოლო გამოდგა. 50-ე წუთზე ლადო ბურდულის გუნდი ლადო ჩიხლაძის ეფექტური გოლით დაწინაურდა, მაგრამ „მეშახტეს“ თამაში სწორედ დაწინაურების შემდეგ მოიშალა.
ორ წუთში კომნენ ანდრიჩმა წონასწორობა აღადგინა, რომელიც მატჩის გმირი იყო. „ტორპედოს“ ფორვარდმა 62-ე და 68-ე წუთებზე კიდევ ორჯერ გაიტანა და ჰეთ-თრიქი შეასრულა. საბოლოო ანგარიში ქუთაისელთა ლიდერმა გიორგი არაბიძემ დააფიქსირა, რომელმაც სეზონში მე-4 გოლი გაიტანა და აქტივში 7 საგოლე პასიც აქვს.
„ტორპედომ“ ზედიზედ მეორედ მოიგო, 23 ქულით ამ დროისთვის მეორე ადგილზეა და მომდევნო ტურში 24 მაისს, „დინამო თბილისს“ ესტუმრება, ხოლო „მეშახტე“, რომელმაც პირველ წრეში ერთადერთი მატჩი წააგო (1 მოგება, 7 ფრე), მეორე წრეში ყველა შეხვედრაში მარცხი განიცადა (5) და 10 ქულით ბოლო ადგილზე რჩება, მომდევნო მატჩს „სპაერთან“ გამართავს.
„მეშახტე“ – „ტორპედო“ 1:4 (0:0)
გოლები: 1:0 ჩიხლაძე (50), 1:1 ანდრიჩი (52), 1:2 ანდრიჩი (62), 1:3 ანდრიჩი (68), 1:4 არაბიძე (78)





