ფეხბურთი

23:15 | 20.05.2026 | ნანახია [] - ჯერ

ქეცბაიას "დინამოს" წაუგებელი სერია გორში გაგრძელდა

ეროვნული ლიგის მე-14 ტურის ცენტრალურ შეხვედრაში გორის „დილა“ და „დინამო თბილისი“ დაზავდნენ.

მატჩი დაძაბული გამოდგა, საგოლე მომენტებიც ორივე კართან შეიქმნა, მაგრამ გოლი არ გასულა და ნულოვანი ფრე.

26-ე წუთზე „დილას“ კაპიტანმა რომარიკ ეტოუმ მძიმე ტრავმა მიიღო, მოედანზე გონება დაკარგა და საავადმყოფოში გადაიყვანეს. მას პირველადი დახმარება „დილას“ მეკარემ დავით კერესელიძემ აღმოუჩინა, რომელმაც თანაგუნდელი შეიძლება ითქვას, რომ გადაარჩნა.

„დინამო თბილისს“ 5-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს (3 მოგება, 2 ფრე), თემურ ქეცბაიასაც „დინამოში“ ჯერ წაგება არ აქვს და 22 ქულით მესამე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი „ტორპედოს“ შეხვდება. „დილა“ 20 ქულით მეხუთე ადგილზეა, წინ „გაგრას“ შეხვედრა ელოდება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 7
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
250 x 250
0.156614