„პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელმა ფაბიან რუისმა ჩემპიონთა ლიგის ფინალზე კომენტარი გააკეთა.
როგორც ესპანელმა აღნიშნა, შესანიშნავ გუნდთან მოუწევთ დაპირისპირება, მაგრამ გამარჯვების იმედი აქვს:
„ბედნიერები ვართ, რომ მეორედ გავედით ფინალში. ვიცით, რამდენად რთულია ჩემპიონთა ლიგის მოგება. ძალიან რთულ ფინალში შესანიშნავ გუნდს დავუპირისპირდებით, მაგრამ ჩვენი მონდომებით და ენთუზიაზმით, ვიმედოვნებთ, რომ გავიმარჯვებთ.
გასულ სეზონში „არსენალთან“ მატჩები? ორი რთული მატჩი იყო, რომელიც მოვიგეთ, მაგრამ ფინალი ყოველთვის განსხვავებულია“, - თქვა ფაბიან რუისმა.
შეგახსენებთ, რომ „პარი სენ-ჟერმენისა“ და „არსენალის“ მატჩი ბუდაპეშტში, 30 მაისს გაიმართება.




