ესპანეთის ლიგა ენდესაში გიორგი შერმადინის „ტენერიფემ“ „ჟუვენტუტ ბადალონას“ უმასპინძლა და ზედიზედ მეხუთე მარცხი განიცადა.
შეხვედრა ძალიან დაძაბული გამოდგა, რომლის ძირითადი დრო ფრედ დასრულდა, ოვერტაიმში კი სტუმრებმა აჯობეს მეტოქეს და საბოლოოდ, 100:98 მოიგეს.
გიორგი შერმადინმა მხოლოდ 11 წუთი ითამაშა და საკუთარ გუნდს, 6 ქულა, 4 მოხსნა შესძინა. ქართველმა ცენტრმა 3-დან 2 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო.
„ტენერიფე“ 17 მოგებით და 15 წაგებით მეშვიდე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 23 მაისს, „გრანადას“ ესტუმრება.







