ბირმინგემის „ასტონ ვილას“ ტრიუმფს პრინცი ვილიამი გამოეხმაურა, რომელიც სტამბოლში ფინალს დაესწრო და საყვარელი გუნდის გამარჯვებას ზეიმობდა.
მან გუნდს გამარჯვება მიულოცა:
„ფანტასტიკური საღამო იყო. უდიდესი მილოცვა ყველა ფეხბურთელს, გუნდს, პერსონალს და კლუბთან დაკავშირებულ ყველა პერსონას. ჩვენი ბოლო ევროპული გამარჯვებიდან 44 წლის შემდეგ გავიმარჯვეთ. განსაკუთრებული მადლობა ბუბაკარ კამარას, რომელიც ტრავმის მიუხედავად, ჩვენი გუნდის განუყოფელი ნაწილია და ამ წარმატების საფუძვლის ჩაყრაში წვლილი შეიტანა“, - თქვა პრინცმა.
შეგახსენებთ, რომ ბირმინგემის „ასტონ ვილამ“ „ფრაიბურგს“ 3:0 აჯობა და ისტორიაში პირველად მოიგო ევროპა ლიგა, ხოლო 1982 წლის შემდეგ პირველად ევროტიტული.







