„პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელმა აშრაფ ჰაკიმიმ ჩემპონთა ლიგის ფინალის წინ ისაუბრა.
მაროკოელმა მცველმა ხაზი გაუსვა ლუის ენრიკეს დამსახურებას და აღნიშნა, რომ სწორედ ესპანელის დამსახურებაა გუნდის წარმატებული თამაში:
„ვფიქრობ, ეს დიდი მიღწევაა. ადვილი მოგზაურობა არ ყოფილა და ვამაყობთ, რომ ფინალამდე მივაღწიეთ. თუმცა, ახლა კონცენტრაციის დაკარგვა არ შეიძლება, რადგან „არსენალი“ ძალიან რთული მეტოქეა.
ლუის ენრიკე? მან მთელი პსჟ შეცვალა. მისი მოსვლის შემდეგ ყველას მენტალიტეტი შეიცვალა: ახლა ჩვენ გუნდი ვართ, ერთმანეთისთვის ვთამაშობთ, ერთმანეთისთვის დავრბივართ, ოჯახი ვართ. ასე თამაში ყველაფერს აადვილებს. გამიმართლა, რომ ამ გუნდში ვარ, თანაგუნდელებთან და მწვრთნელთან ერთად. მან შეცვალა ჩემი მენტალიტეტი და მოედანზე დამოკიდებულება. მან უკეთეს მოთამაშედ და უკეთეს ადამიანად მაქცია“, - თქვა ჰაკიმმა.
შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალში „პარი სენ-ჟერმენი“ 30 მაისს, ბუდაპეშტში, „არსენალს“ დაუპირისპირდება.







