ფეხბურთი

11:42 | 21.05.2026 | ნანახია [] - ჯერ

მარკინიოსი: "არსენალი" სრულყოფილი გუნდია და ძალიან კარგად უნდა მოვემზადოთ"

„პარი სენ-ჟერმენის“ კაპიტანმა მარკინიოსმა ჩემპონთა ლიგის ფინალის წინ ისაუბრა. როგორც მან თქვა, „არსენალთან“ მატჩი ძალიან რთული იქნება და კარგად უნდა მოემზადონ.

„დიახ, ვფიქრობ ლუის ენრიკემ პსჟ შეცვალა. მან ჩვენში სწორი მენტალიტეტი შემოიტანა, თანამედროვე ფეხბურთის ფილოსოფია. ის ყოველთვის ჩვენს გვერდითაა და გვეუბნება, რომ ერთად დავიცვათ და შევუტიოთ. გუნდმა ყველაფერი უნდა გააკეთოს ვარჯიშებსა და მატჩებში. ლუის ენრიკე ასევე შესანიშნავი გუნდის მენეჯერია, შესანიშნავი ადამიანი. ძალიან მნიშვნელოვანია იყო პროფესიონალი იმ საქმეში, რასაც აკეთებ.

„არსენალი“ სრულყოფილი გუნდია: ისინი კარგად თამაშობენ კუთხურებიდან, საჯარიმო დარტყმებიდან... ისინი ძალიან სრულყოფილები არიან. მათ წინააღმდეგ ადრეც გვითამაშია, ძალიან რთული იქნება და ძალიან კარგად უნდა მოვემზადოთ“, - თქვა მარკინიოსმა.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალში „პარი სენ-ჟერმენი“ 30 მაისს, ბუდაპეშტში, „არსენალს“ დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.089666