ფეხბურთი

14:35 | 21.05.2026 | ნანახია [] - ჯერ

"სპორტინგი" ქოჩორაშვილის პოზიციაზე 23 მილიონად იტალიელ ფეხბურთელს იმატებს

ლისაბონის „სპორტინგი“ „ვენეციას“ და იტალიის 21-წლამდე ნაკრების ნახევარმცველის, ისა დუმბიას ტრანსფერთან ძალიან ახლოსაა.

მხარეები პრაქტიკულად შეთანხმდნენ, რომ 22 წლის ფეხბურთელი პორტუგალიურ კლუბში 23 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავა. დუმბიამ შესანიშნავი სეზონი ჩაატარა, სერია B-ში 37 მატჩში 8 გოლი გაიტანა, 5 საგოლე პასი გააკეთა და სერია A-ში „ვენეციას“ დაბრუნებაშიც დიდი წვლილი შეიტანა.

ახალგაზრდა ფეხბურთელით „იუვენტუსიც“ ინტერესდებოდა, მაგრამ ლისაბონელებმა მასში უფრო მეტის გადახდა გადაწყვიტეს. დუმბია ცენტრალური ნახევარმცველია, რაც იმას ნიშნავს, რომ გიორგი ქოჩორაშვილს „სპორტინგში“ კიდევ ერთი კონკურენტი ეყოლება.

ქართველმა ფეხბურთელმა „სპორტინგი“ სავარაუდოდ უნდა დატოვოს, რადგან ფაქტია, რომ ის კლუბის გეგმებში არ შედის.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.175428