ფეხბურთი

15:48 | 21.05.2026 | ნანახია [] - ჯერ

საბა სამუშიამ შესაძლოა კარიერა ლა ლიგა 2-ის გუნდში გააგრძელოს

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების ფეხბურთელი საბა სამუშია კარიერას ესპანეთის ლა ლიგა 2-ის ბინადარ „ანდორაში“ გააგრძელებს.

როგორც ადგილობრივი მედია იტყობინება, სამუშიას ტრანსფერზე „ანდორა“ თვეების განმავლობაში მუშაობდა და მხარეები შეთანხმებასთან არიან. ის ამჟამად „რიუ ავეს“ საკუთრებაა, რომლის 23-წლამდელთა გუნდში გამოდის.

„ანდორა“ ლა ლიგა 2-ში თამაშობს, სადაც სეზონის დასრულებამდე ორი ტურით ადრე 58 ქულით მე-10 ადგილს იკავებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.085159