„ბარსელონას“ გარემარბმა რაფინიამ თავისი საყვარელი საფეხბურთო მეტოქე დაასახელა. ბრაზილიელი „ბლაუგრანაში“ 2022 წლიდან თამაშობს. მანამდე ის „ლიდსში“, „რენში“, ლისაბონის „სპორტინგსა“ და „ვიტორია გიმარაეშში“ თამაშობდა.
„მადრიდის „რეალი“ ჩემი საყვარელი მეტოქეა“, - ციტირებს რაფინიას სიტყვებს The Touchline სოციალურ მედია-პლატფორმა X-ზე.
29 წლის რაფინიამ „ბარსელონასთან“ ერთად სამჯერ მოიგო ესპანეთის ჩემპიონატი, ასევე ქვეყნის სამეფო თასი და სუპერთასი. 2025/2026 წლების სეზონში ბრაზილიელმა კლუბის შემადგენლობაში 33 მატჩი ჩაატარა, 21 ბურთი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა შეასრულა.





