ფეხბურთი

20:57 | 21.05.2026 | ნანახია [] - ჯერ

სენეგალის ნაკრების შემადგენლობა მსოფლიოს ჩემპიონატისთვის

სენეგალის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა პაპე ჩაუმ მსოფლიოს ჩემპოიონატისთვის შემადგენლობა დაასახელა.

თუმცა, ეს გაფართოებული სიაა, რომელშიც 28 ფეხბურთელია. შესაბამისად, დადგენილ ვადაში განაცხადი 26-კაცამდე შემცირდება და ორ ფეხბურთელს გუნდის დატოვება მოუწევს. მანამდე, სენეგალის შემადგენლობა ასეთია:

მეკარეები: ედუარ მენდი (ალ-აჰლი), მორი დიაო (ლე ავრი), იევჰან დიუფი (ნიცა)

მცველები: სიამილ ჯაკობსი (გალათასარაი), ელ ჰაჯი მალიკ დიუფი (ვესტ ჰემი), კრეპინ დიატა (მონაკო), ანტუან მენდი (ნიცა), კალიდუ კულიბალი (ალ-ჰილალი), აბდულაიე სეკი (მაკაბი ჰაიფა), მუსა ნიახატე (ლიონი), მუსტაფა სბოუ (პარიზი), ილაი კამარა (ანდერლეხტი), მამადუ სარი (ჩელსი)

ნახევარმცველები: ჰაბიბ დიარა (სანდერლენდი), პაპე მატა სარი (ტოტენჰემი), პატე სისე (რაიო ვალეკანო), პაპე გეიე (ვილიარეალი), ლამინ კამარა (მონაკო), ბარა ნდიაე (ბაიერნი), იდრისა განა გეი (ევერტონი)

თავდამსხმელები: სადიო მალე (ალ-ნასრი), ისმაილა სარი (კრისტალ პალასი), იბრაჰიმ მბაიე (პსჟ), ასანე დიაო (კომო), ილიმან ნდიაიე (ევერტონი), ბამბა დიენგი (ლორიანი), ნიკოლას ჯექსონი (ბაიერნი)

სენეგალის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე საფრანგეთს, ნორვეგიას და ერაყს შეხვდება, ხოლო მანამდე ამხანაგურ თამაშებს აშშ-სა და საუდის არაბეთთან გამართავს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.167249