საქართველოს ეროვნულ ლიგაში მე-15 ტურის მორიგი მატჩი გაიმართა, რომელშიც „სპაერი“ და „დინამო ბათუმი“ დაძაბულ ბრძოლაში დაზავდნენ.
გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდმა პირველი ტაიმის მიწურულს გურამ ჯაფარიძისა და უერდი მარას გოლებით ორბურთიანი უპირატესობა მოიპოვა, მაგრამ ეს მეორე ნახევარში ვერ შეინარჩუნა.
49-ე წუთზე ლაშა კოხრეიძემ შეამცირა სხვაობა, რასაც ოც წუთში ლევან ხოზრევანიძის გოლი მოჰყვა და ანგარიში 1:3 გახადა. თუმცა, „სპაერმა“ ბოლომდე იბრძლა და ქულა გადაარჩინა - ჯერ სხვაობა გიორგი ბუნტურმა შეამცირა, ხოლო შემდეგ ნიკოლოზ კენჭაძემ გაათანაბრა და ფრე 3:3.
„დინამო ბათუმი“ 18 ქულით მეექვსე ადგილზეა და მომდევნო ტურში „რუსთავს“ შეხვდება, ხოლო „სპაერი“ 17 ქულით მეშვიდეა და „მეშახტეს“ გაეჯიბრება.
„სპაერი“ – „დინამო ბათუმი“ 3:3 (0:2)
გოლები: 0:1 ჯაფარიძე (39), 0:2 მარა (45), 1:2 კოხრეიძე (49), 1:3 ხოზრევანიძე (69), 2:3 ბუნტური (80), 3:3 კენჭაძე (83)





