პსჟ-ს თავდამსხმელმა დეზირე დუემ ხვიჩა კვარაცხელიაზე კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ქართველი ფეხბურთელით ყოველდღე გაოცებულია.
„კვარა განსაკუთრებული ფეხბურთელია, დრიბლინგის საოცარი უნარი აქვს, შეუძლია ბურთის კონტროლი და ყველა მიმართულებით მოძრაობა. მცველისთვის მისი აყვანა ნამდვილად რთულია. ყოველდღე ჩემზე შთაბეჭდილებას ახდენს, როგორც თამაშებზე, ისე ვარჯიშებზე. შეტევაში შესაშნიშნავი ფეხბურთელები გვყავს, რომლებისგანაც მუდმივად ვცდილობ რაღაცის სწავლას. ისეთ ფეხბურთელებთან თამაში, როგორებიც კვარა, დემბელე და ბარკოლა არიან, ჩემი განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია. ყოველდღე შემიძლია მათთან კონკურენცია და ეს გაუმჯობესებაში ძალიან მეხმარება“, - თქვა დუემ.
შეგახსენებთ, რომ პსჟ ჩემპიონთა ლიგის ფინალისთვის ემზადება, რომელიც 30 მაისს გაიმართება, მისი მეტოქე კი ლონდონის „არსენალი“ იქნება.





