„პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელმა ლუკა ერნანდესმა ჩემპიონთა ლიგის ფინალის წინ ისაუბრა. როგორც მან თქვა, საკმარისი დრო აქვთ, რომ „არსენალთან“ მატჩისთვის საუკეთესოდ მოემზადონ:
„რა თქმა უნდა, ყველას მოქმედი ჩემპიონის დამარცხება სურდა და ჩემპიონთა ლიგის არცერთი მატჩი ადვილი არ ყოფილა. თუმცა, ვაჩვენეთ ჩვენი გონებრივი ძალა, ვაჩვენეთ, როგორი გუნდი ვართ. დღეს კი ისევ ფინალში ვართ. მიუხედავად იმისა, რომ ადვილი არ იყო, მთელი სეზონის განმავლობაში აღმავლობა და ჩავარდნა გვქონდა. ახლა კი სეზონის ფინალურ ფაზაში საუკეთესოდ შევდივართ. ფიზიკურად და გონებრივად, ყველანი მზად ვართ. ათი დღე გვაქვს ამ მატჩისთვის სათანადოდ მოსამზადებლად. გასულ წელთან შედარებით, როდესაც თასის ფინალის გამო ცოტა ნაკლები დრო გვქონდა, მეტი დრო გვექნება, რომ ამ ფინალისთვის მაქსიმალურად კარგად მოვემზადოთ“, - თქვა ერნანდესმა.
შეგახსენებთ, რომ პსჟ ჩემპიონთა ლიგის ფინალისთვის ემზადება, რომელიც 30 მაისს გაიმართება, მისი მეტოქე კი ლონდონის „არსენალი“ იქნება.







