ფეხბურთი

22:11 | 21.05.2026 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი გულიაშვილი "რასინგში" აპრილის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა

გიორგი გულიაშვილი სანტანდერის „რასინგში“ აპრილის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

ქართველმა შემტევმა გასულ თვეში ხუთ მატჩში 4 გოლი გაიტანა და გუნდის თვის MVP პირველად გახდა. მოგეხსენებათ, „რასინგმა“ 14-წლიანი პაუზის შემდეგ ლა ლიგაში დაბრუნება მოახერხა, ხოლო გულიაშვილი ბოლო ტურის მატჩში დაშავდა და სეზონი დაასრულა.

გიორგი გულიაშვილი „რასინგს“ „სარაევოდან“ იანვარში შეუერთდა და 17 მატჩში თავი 6 გოლით გამოიჩინა (2 საგოლე პასი), რითაც გუნდს 14-წლიანი პაუზის შემდეგ ლა ლიგაში დაბრუნებაში დაეხმარა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 7
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
250 x 250
0.092548