ლონდონის „არსენალის“ მთავარმა მწვრთნელმა მიკელ არტეტამ ისაუბრა ინგლისის ჩემპიონის ტიტულის მოპოვებაზე და როგორც მან თქვა, მისი შვილისგან გაიგო, რომ „მანჩესტერ სიტიმ“ „ბორნმუთი“ ვერ დაამარცხა.
„თამაშის დაწყებამდე 20 წუთით ადრე სახლში წავედი, ბაღში გავედი და მწვადის მომზადება დავიწყე, თამაშის ყურების გარეშე. მისაღები ოთახიდან მხოლოდ ხმები მესმოდა, შემდეგ კი უცებ ჯადოქრობა მოხდა. ჩემი უფროსი შვილი ტირილით მომვარდა, ჩამეხუტა და მითხრა: „ჩვენ ჩემპიონები ვართ, მამა“. შემდეგ ჩემი ცოლი და სხვა შვილები მოვიდნენ - ეს ულამაზესი იყო. ერთი წუთის შემდეგ ვიდეოზარი მარტინ ოდეგორთან დაიწყო.
კვირას გვექნება დრო აღსანიშნავად და თასის ასაწევად. მაგრამ შემდეგ ექვსი დღე გვექნება, რომ ბუდაპეშტში ამ კლუბის ისტორიაში ახალი გვერდი დავწეროთ“, - თქვა არტეტამ.
შეგახსენებთ, რომ „არსენალი“ ინგლისის ჩემპიონი 22-წლიანი პაუზის შემდეგ და ისტორიაში მე-14-ედ გახდა, ხოლო 30 მაისს, ჩემპიონთა ლიგის ფინალში პსჟ-ს შეხვდება.



