ფეხბურთი

23:23 | 21.05.2026 | ნანახია [] - ჯერ

"რუსთავმა" "სამგურალს" აჯობა

საქართველოს ეროვნული ლიგის მე-14 ტური „რუსთავისა“ და „სამგურალის“ მატჩით დასრულდა, რომელიც მასპინძლებმა 1:0 მოიგეს.

ყველაფერი მატჩის სტარტზე, სოლომონ კესის გოლმა გადაწყვიტა, რომელმაც მეოცე წუთზე დალაშქრა მეტოქის კარი და შემდეგ არაფერი შეცვლილა. გია ცეცაძის გუნდმა უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა.

„რუსთავმა“ 23 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი „დინამო ბათუმს“ შეხვდება. „სამგურალი“ 15 ქულით მერვეა და „იბერიას“ დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.08664