ფეხბურთი

1:10 | 22.05.2026 | ნანახია [] - ჯერ

ლაშა ოდიშარიას საგოლე პასი ლატვიის ჩემპიონატში

ლატვიის ჩემპიონატის მე-14 ტურში რფს-მა „იელგავა“ 4:0 გაანადგურა, ლაშა ოდიშარია კი საგოლე პასით გამოირჩა.

ტრავმის შემდეგ ქართველი ნახევარმცველი პირველად იყო ძირითად შემადგენლობაში და 47-ე წუთზე მისი გადაცემის შემდეგ გოლი დარკო ლემაიჩმა გაიტანა, რომელმაც ანგარიში 2:0 გახადა.

ლაშა 64-ე წუთზე შეცვალეს. ოდიშარიას მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 7 მატჩში გოლი არ გაუტანია, მაგრამ 4-ჯერ საგოლე პასი გააკეთა.

რფს 37 ქულით პირველ ადგილზეა და მომდევნო ტურში 25 მაისს, „“ტუკუმსს“ უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.088498