ფეხბურთი

10:01 | 22.05.2026 | ნანახია [] - ჯერ

"ალ-ნასრი" საუდის ჩემპიონია, რონალდუმ გადამწყვეტ მატჩში დუბლი შეასრულა

საუდის არაბეთის პრო ლიგის ბოლო 34-ე ტურში "ალ-ნასრიმ" საკუთარ მოედანზე "დამკა" 4:1 დაამარცხა და ჩემპიონის ტიტული მოიპოვა, ხოლო კრიშტიანუ რონალდუმ გადამწყვეტ მატჩში დუბლის შესრულება მოახერხა.

მატჩში ანგარიში სადიო მანემ გახსნა და მასპინძლებმა პირველი ნახევარი სენეგალელის გოლით მოიგეს. მეორე ტაიმის სტარტზე კინგლის კომანმა სხვაობა ორბურთიანი გახადა, თუმცა "დამკამ" მალევე სხვაობა შეამცირა, მორლაიე სილამ თერთმეტმეტრიანი ზუსტად შეასრულა.

მატჩის 63-ე წუთზე რონალდუმ საჯარიმო დარტყმიდან შეძლო გატანა და სხვაობა კვლავ ორბურთიანი გახადა, ხოლო პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა 81-ე წუთზე დუბლის შესრულება მოახერხა და შეხვედრაში საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. ამრიგად "ალ-ნასრიმ" და რონალდუმ ნანატრი ჩემპიონობა მოიპოვა, აღსანიშნავია, რომ რონალდუს გადასვლის შემდეგ კლუბი პირველად გახდა ქვეყნის ჩემპიონი.

შეგახსენებთ, რომ "ალ-ნასრი" 2019 წლის შემდეგ პირველად გახდა ქვეყნის ჩემპიონი, ხოლო ტიტული ისტორიაში მეთერთმეტედ მოიპოვა. რაც შეეხება კრიშტიანუ რონალდუს, მან კარიერაში 973-ე გოლი გაიტანა, ხოლო საუდის არაბეთის 2025/2026 წლების სეზონში პორტუგალიელმა 30 ჩატარებულ შეხვედრაში 28 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა.


სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 7
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
120 x 600
0.090251