სამხრეთ ამერიკის თასის ჯგუფური ეტაპაის მე-5 ტურში "სანტოსმა" საკუთარ მოედანზე "სან-ლორენსოს" უმასპინძლა და შეხვედრა ფრედ 2:2 დასრულდა.
აღსანიშნავია, რომ მასპინძელთა განაცხადში არ ყოფილა ნეიმარი, რომელსაც როგორც ცნობილი ხდება მორიგი ტრავმა აქვს.
TNT Sports Brazil-ის ცნობით ნეიმარს მარჯვენა ფეხის უკანა კუნთის პრობლემა აწუხებს. მიუხედავად იმისა, რომ ტრავმა სერიოზულად არ მიიჩნევა, ნეიმარს სპეციალური მკურნალობის კურსის გავლა და ფიზიკური დატვირთვისგან თავის არიდება მოუწევს.
ამ დროისთვის ბრაზილიელი ფორვარდი აღდგენით პროცესს „სანტოსის“ საწვრთნელ ბაზაზე გადის, სადაც მას პირადი ექიმები და ბრაზილიის ფეხბურთის ფედერაციის სპეციალისტები აკონტროლებენ.
პირველი პროგნოზებით, ნეიმარის მოედანზე დაბრუნებას 27 მაისს შეძლებს და მსოფლიო ჩემპიონატისთვის მზადებას სრულფასოვნად გააგრძელებს,თუმცა მისი მონაწილეობა ამხანაგურ თამაშებში საეჭვოა.
შეგახსენებთ, რომ ბრაზილიის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე მაროკოს, ჰაიტისა და შოტლანდიის ნაკრებებს დაუპირისპირდება, ხოლო იქამდე, ორ სპარინგს ჩაატარებს პანამისა და ეგვიპტის წინააღმდეგ.







