ფეხბურთი

12:23 | 22.05.2026 | ნანახია [] - ჯერ

"ბაიერნი" მოლაპარაკებებს ჯონ სტოუნსთან აწარმოებს

მიუნხენის "ბაიერნი" ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში ინგლისელი მცველის ჯონ სტოუნსის დამატებას ეცდება. ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა MailSport-ი ავრცელებს.

წყაროს ცნობით გერმანული კლუბის წარმომადგენლები ფეხბურთელთან უკვე აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებენ და დიდია შანსი ინგლისელი "ბაიერნს" თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდეს. აღნიშნული ტრანსფერით თავად კლუბის მთავარი მწვრთნელი ვინსენტ კომპანია დაინტერესებული. აღსანიშნავია, რომ ბელგიელი "სიტიში" თამაშის დროს სტოუნსის თანაგუნდელი გახლდათ.

შეგახსენებთ, რომ ჯონ სტოუნსი "სიტიში" 2016 წლიდან თამაშობს და კლუბთან არსებული ხელშეკრულება 2026 წლის 30 ივნის ეწურება, რის შემდეგაც ის თავისუფალი აგენტი გახდება. ინგლისელმა 2025-26 წლების სეზონში ყველა ტურნირზე 17 მატჩში მიიღო მონაწილეობა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.171779