"პარი სენ-ჟერმენის" მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ Movistar Plus-თან ინტერვიუს დროს პეპ გვარდიოლას შესახებ ისაუბრა. ესპანელის თქმით, მას არ ჯერავს, რომ გვარდიოლა "სიტის" სეზონის ბოლოს დატოვებს.
„არ მჯერა, რომ პეპ გვარდიოლა მიდის. არ მჯერა ამის და არც მინდა დავიჯერო, რადგან მსურს, რომ ის კიდევ მრავალი წელი დარჩეს.როცა ეროვნული ნაკრების მწვრთნელი ვიყავი, ის ხშირად მეკითხებოდა ამ სამუშაოზე. მას ყოველთვის ჰქონდა ეროვნული გუნდის გაწვრთნის სურვილი. არ ვფიქრობ, რომ იტალიის ნაკრებს ჩაიბარებს, მაგრამ ამის გამორიცხვაც შეუძლებელია.
მსურს, რომ პეპი კიდევ მრავალი წელი ვიხილოთ უმაღლეს დონეზე, რადგან ის ჩემთვის მისაბაძი მაგალითია. ის ყველა დროის საუკეთესო მწვრთნელია. არა მხოლოდ ტიტულების რაოდენობის გამო, არამედ იმის გამოც, რასაც გადასცემს ფეხბურთს, როგორ აკეთებს ამას, როგორ შეცვალა თამაში და როგორ ბედავს ცენტრალური მცველების გადაადგილებას ან ფულბეკების ნახევარდაცვაში შეწევას.
ერთ დღეს ცენტრალურ მცველებს შეტევაშიც ათამაშებს და მერე ყველა მის კოპირებას დაიწყებს. ძალიან ცოტას აქვს ასეთი უნარი. მხოლოდ გამორჩეულებს. და ამაში ის ნომერ პირველია,“- განაცხადა ენრიკემ.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, უკვე ოფიციალურად დადასტურებულია, რომ პეპ გვარდიოლა სეზონის ბოლოს "სიტის" დატოვებს და მის ადგილს იტალიელი სპეციალისტი ენცო მარესკა დაიკავებს.





