ხვალ, მადრიდის "რეალი" ლა ლიგის 2025-26 წლების სეზონის ბოლო ტურის მატჩს "ატლეტიკ ბილბაოსთან" გამართავს. მატჩის წინ ალვარო არბელოამ პრესკონფერენცია გამართა, სადაც ესპანელმა სპეციალისტმა დაადასტურა, რომ აღნიშნული შეხვედრის შემდეგ კლუბს ოფიციალურად დატოვებს.
"რეალს" უზარმაზარი მადლიერებით ვტოვებ. ფეხბურთელებმა უკეთეს ადამიანად მაქციეს და ყოველდღიურად უდიდეს სიამოვნებას მანიჭებდნენ. შემდეგი მწვრთნელის შტაბში დარჩენას არ ვაპირებ, ეს გამორიცხულია, თუმცა იმედი მაქვს, ერთ დღეს აუცილებლად დავბრუნდები.
რაც შეეხება ჟოზე მოურინიოს, არ ვიცი იქნება თუ არა ის მომდევნო მწვრთნელი, მაგრამ ის შესანიშნავი მწვრთნელია, რომელსაც ძალიან კარგი სამწვრთნელო შტაბი ჰყავს და თუ მოვა, თავის ხალხთან ერთად იმუშავებს, როგორც საჭიროა. მასთან ერთად მუშაობის არანაირი შესაძლებლობა არ არსებობს", - განაცხადა არბელოამ.
შეგახსენებთ, რომ ალვარო არბელოამ "რეალი" იანვარში ჩაიბარა, მისი ხელმძღვანელობით კლუბმა ვერცერთი ტიტული ვერ მოიგო, ხოლო ლა ლიგის გათამაშებაში ბოლო ტურის წინ მეორე ადგილზე იმყოფება და რაც არუნდა მოხდეს ამ პოზიციას ვერ დაკარგავს.





