"მანჩესტერ სიტი" პეპ გვარდიოლას პატივსაცემად სტადიონის ერთ-ერთ ტრიბუნას მის სახელს დაარქმევს, ხოლო სტადიონის გარეთ ქანდაკებასაც დადგამს.
კლუბის ოფიციალურმა გვერდმა უკვე ოფიციალურად დაადასტურა, რომ კლუბის სტადიონის ახლად გაფართოებულ ჩრდილოეთ ტრიბუნას ლეგენდარული მწვრთნელის, პეპ გვარდიოლას სახელი მიენიჭება და მომავალში „The Pep Guardiola Stand“ ერქმევა.
კლუბის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება მიღებულია გვარდიოლას მიერ მანჩესტერულ გრანდში გატარებული ისტორიული 10 წლის აღსანიშნავად. ამ პერიოდში ესპანელმა სპეციალისტმა „სიტის“ 20 ტიტული მოაგებინა.
სიმბოლურია ისიც, რომ ტრიბუნა სრულად პირველად სწორედ გვარდიოლას ბოლო მატჩზე გაიხსნება, რომესლაც კვირას 24 მაისს "ასტონ ვილასთან" გამართავს.
პეპ გვარდიოლა "მანჩესტერ სიტიში" 2016 წლიდან მუშაობს და გუნდს დღემდე 20 ტიტული მოაგებინა, მათ შორის, 2023 წელს, ისტორიაში პირველად ჩემპიონთა ლიგა.





